ბიოგრაფია

ბიოგრაფია (CV)

გიორგი სისაური — კალიგრაფი და მხატვარი. დაბ. 10 თებერვალი, 1996, თბილისი.

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია — რესტავრაცია/კონსერვაცია, ხელოვნების ისტორია და თეორია (2014–2018)
  • ნ. მუსხელიშვილის სახ. №55 საჯარო სკოლა, თბილისი (2002–2014)

აღიარება

  • ქართული კალიგრაფიის ოსტატად აღიარება კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ (2015)
  • საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და სათათბიროს წევრი

ჯილდოები

  • გრან-პრი და პირველი ადგილი ეროვნულ კონკურსში „ქართული კალიგრაფია“ (10 000+ მონაწილე)
  • არაერთი პირველი ადგილი 2010–2015; „წლის კალიგრაფი“, 2015
  • საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური ჯილდო და სამადლობელო წერილი (2010)

მნიშვნელოვანი ნამუშევრები და ღირსებები

  • „ვირტუოზად“ შეფასებული ლუვრის ექსპერტების მიერ (2011); მოწვევა პარიზის ხელოვნების აკადემიიდან
  • Chanel-ისთვის შექმნილი ნამუშევარი — ორი ღონისძიების მოსაწვევებისა და ბარათების ხელით გაფორმება ექსკლუზიური პარტნიორებისთვის
  • ხელნაწერი ნაჩუქარი რომის პაპ ფრანცისკეს (2016)
  • ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ თანაავტორი; ყდა მოჭედილი იუველირ გუჯი ამაშუკელის მიერ — დაცული გაეროს არტკოლექციაში, ნიუ-იორკი
  • შემოქმედება შეფასებული სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ

რჩეული გამოფენები

  • პირველი პერსონალური გამოფენა, გალერეა „აკადემია +“, თბილისი (2010)
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი (2014)
  • ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, ეგვიპტე (2014)
  • სუჰაიმის კულტურული ცენტრი, კაირო (2015)
  • კლინგსპორის / შრიფტის მუზეუმები, ოფენბახი და ფრანკფურტი, გერმანია (2018)
  • „სამოთხის შეხება“, სოფია, ბულგარეთი (2020) — 85 ნამუშევარი
  • ფრანკოფონული ფესტივალი, სოზოპოლი, ბულგარეთი (2021)
  • „რღვევა“, შარჟა, არაბთა გაერთიანებული საამირო (2022)
  • „ანბანთქება“, მილანი, იტალია (2022)

წიგნები

  • „მათხოვრის დღიურები“ (2012)
  • „უსათაურო“ — პოეზია (2012)
  • „კომედია“ — 333-სტროფიანი ჰიმნოგრაფიული პოემა ძველ ქართულზე (2013)
  • „მისტიკი“ — პროზა (2018)
  • „ღვთაებრივი მისტერია“ — 37 ნაწარმოები და 7 პოემა ძველ ქართულზე (2022)

დამწერლობები

  • ქართული (მხედრული, ასომთავრული, ნუსხური), ლათინური, კირილიცა, ბერძნული, არაბული

შემოქმედება

  • 5 წიგნის, ~600 გრაფიკული და ~200 კალიგრაფიული ნამუშევრის ავტორი